თურნავა: ინვესტორები არა მხოლოდ კონკრეტულ ანაკლიას, არამედ ზოგადად შავი ზღვისპირეთს ათვალიერებენ

„ანაკლიაში ინვესტორები ჩადიან და ზოგადად ათვალიერებენ არა მხოლოდ კონკრეტულ ანაკლიას, არამედ შავი ზღვისპირეთს, პირველ რიგში ფოთის პორტში ჩადიან.“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ინვესტორებს ინტერესი აქვთ, რომ განავითარონ იქ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ახალი პროექტიც არის ფოთის პორტში და იქაც არის პერსპექტივები, რომ ინვესტიცია ჩაიდოს.

რა საკვირველია, ანაკლია არის ჩვენი დერეფნის ინვესტორებისთვის ყოველთვის ყურადღების ცენტრში, ეს არის ის პოტენციალი, რომ მათი ჩამოტანილი ტვირთები უკვე გადამუშავდეს ღრმაწყლოვანი პორტის პირობებში და მათ აინტერესებთ, თუ სად არის ეს ლოკაცია, როგორი იქნება ეს პორტი.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად