თურნავა: ჩემს გადადგომაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ფეიქ ნიუსია

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩემ გადადგომას დაკავშირებით სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, იმიტომ რომ არის კლასიკური შავი პიარი – ფეიქ ნიუსი არის პოლიტიკოსებზე და პოლიტიკოსზე დაყრდნობით და მე უბრალოდ მოგიწოდებთ მედიას, რომ ამიერიდან უკეთ გადაამოწმოთ თქვენი წყაროები, რამდენად იწვევენ სანდოობას თქვენი რესპოდენტები ვიდრე ასეთი ტიპის ინფორმაციას გაავრცელებთ პირველ წყაროსთან გადაამოწმოთ.

მე ამაზე არ გავაკეთებდი სერიოზულ კომენტარს გამომდინარე იქიდან რომ ისეთი სახეები ჩანდა მაგრამ, მე მაინც მინდა ვთქვა, როგორც ჩანს ამას გარკვეული მოტივაცი გააჩნია. იმიტომ რომ ეს იყო ორკესტრირებული შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა სრულიად ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და მე ამას ასე ვხსნი, რომ ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები ვისაც ეს არ მოსწონს.

ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს ის რომ ჩვენს ცაზე გამოჩნდა ახალი ავიაკომპანია, გამოჩნდა „რაინარი“, „ვიზიარის“ გაორმაგებული მიმართულებები.

შეიძლება ვიღაცა მისტირის იმ პერიოდს როცა ცა იყო გაყოფილი 2-3 კომპანიას შორის და ეს იყოს მონოპოლიზირებული, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს ის რომ ენერგეტიკაში ჩვენი რეფორმების შედეგად ისევ მოხდა ბაზრის დერეგულირება და ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია.

ვიღაცას შეიძლება საერთოდ არ მოსწონდეს ის რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია. იმიტომ რომ სხვა პირობებში არის შეჩვეული ბიზნესის კეთებას.

ყველას საპასუხოდ მინდა ვთქვა, არანაირი შავი პიარი, არანაირი ფეიქ ნიუსები, არანაირი შანტაჟი არ გადაგვახვევინებს ჩვენ ამ პრინციპებისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილები და ვერ ეღირსებიან, ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევიან , ჩვენ მედგრად ვდგავართ, ეს არი ჩემი პასუხი“.- განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად