თურნავა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და გულწრფელი ანალიზი

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს შესახებ საუბრის დროს განაცხადა.

“პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც ყველამ დავინახეთ. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას, რაც შეიძლება ტრიალებდეს ქართულ საზოგადოებაში, ადეკვატური პასუხი გაეცა, მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში.

რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასაქმებას. იმიტომ, რომ მართლაც ასეა, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის დასაქმება და ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ დასაქმება არის არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, არამხოლოდ პრივატიზების დაჩქარება, არამხოლოდ საინვესტიციო პროცესების დაჩქარება, არამედ ეს ყველაფერი თუკი კეთდება, კეთდება ერთი მიზნით, რომ გავზარდოთ დასაქმება და ეს ხაზი არის ასახული ჩვენს ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დამთავრებული თუნდაც იმ მასიური პრივატიზებით, რომელზეც მე წეღან ვისაუბრე.” – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად