თურნავა: ბევრი ჰესი შენდება, ოღონდ ნაკლები ხმაურით, რაც ძალიან გვახარებს

ამის შესახებ საქართვეოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ჰესების მშენებლობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური გეგმა, გავაგრძელოთ ჰესების მშენებლობა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ მსხვილ ჰესებზე. აქ საუბარია მცირე, მწვანე, გარემოს დაცვის კუთხით ნაკლებ საზიანო ან საერთოდ არასაზნიანო ჰესებზე, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი განვითარებული, მწვანე ენერგეტიკის საფუძველს. რა საკვირველია, რასაც ვხედავთ არის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, რომლის დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, უფრო მეტად გვიწევს იმპორტის საშუალებით…

რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობათან დიალოგით, ძალიან სერიოზული მუშაობით, კვლავაც გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას. თქვენ თუ გადახედავთ ბევრი ჰესი შენდება, ოღონდ ნაკლები ხმაურით, რაც ძალიან გვახარებს“,-ამბობს ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად