თურნავა: ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავებით დასავლეთი ჭეშმარიტებას გაიგებს

ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარტია “ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველოს” მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავებას.

„დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას და დასავლეთი გაიგებს სიმართლეს ამ არხით და ამიტომ – მხოლოდ პოზიტიური შეფასება.
რაც შეეხება ლობისტური კომპანიის დაქირავებას, მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება ეს შევაფასოთ, იმიტომ რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფილოს, ძალიან ბევრი არის არასწორი და უსამართლო და ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, მათ შორის, რა რეფორმებს ვახორციელებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, “ოცნება” კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სთან გააფორმა. მომსახურების ღირებულება კი თვეში 33 333 დოლარია.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში 7 კომპანიაა რეგისტრირებულია რომლიც ლობისტურ სამსახურს უწევს საქართველოს 4 სამინისტროს, პარტია “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად