თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაცით, გარდაცვლილს არ იცნობენ. რა გახდა სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც „აიპრესს“ შსს-სი განუცხადეს, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.