“თუ სადმე ბიზნესში არის დანაშაული, იქ ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია”

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამორიცხავენ, რომ უწყების შესვლა სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში ბიზნესზე ზეწოლას უკავშირდება,-ამის შესახებ “აიპრესთან" საუბრისას საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. 

როგორც სამსახურში აღნიშნავენ, საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დღეს რამდენიმე კომპანიის მიმართ განხორციელდა, მათ საქმიანობას არ აფერხებს.

"არაფერ შუაში არ არის ბიზნესზე ზეწოლა, ჯერ ერთი მათ საქმიანობას არანაირად არ აფერხებს საგამოძიებო მოქმედებები და აქ არის კონკრეტული ბრალდება იმ კომპანიების მიმართ, სადაც ვმუშაობთ და შესაბამისად, თუ სადმე არის დანაშაული, იქ ბიზნესზე ზეწოლაზე საუბარიც ზედმეტია, იმიტომ რომ ყველამ უნდა იმუშაოს აბსოლუტურად სუფთად. დღეს საგამოძიებო სამსახური არის იმის გარანტი, რომ არ არის ზედმეტად… არ შეაწუხებს ზედმეტად კომპანიებს, თუ არ არის დანაშაული",-აცხადებენ უწყების პრესსამსახურში. 

ცნობისათვის, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ნავთობპროდუქტების 7 შუამავალ კომპანიაში("ბინული 1", "უნიგრუპი", "ინტერპლუსი", "ითიაი", შპს "პორტალი", "ელ ოილი") და კომპანია Outdoor.ge-ში შევიდა. ამასთან, საგამოძიებო სამსახური ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის, "ტიფლის დეველოპმენტის" წინააღმდეგ გამოძიების დასკვნით ფაზაში გადასვლის შემდეგ აცხადებს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად