“თუ რიგის სამიტზე გადაწყდება, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2016 წლიდან ამოქმედდება”

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რიგის სამიტზე გადაწყდება ევროკავშირი-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღება, ის მხოლოდ 2016 წლიდან ამოქმედდება",-ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ჯურის პოიკანსმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა. 

როგორც პოიკანსმა აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ "სამიტამდე ყველა ტექნიკური პარამეტრები შეასრულოს".

"ჩვენ საქართველოსთან საკმაოდ შორს წავედით, როგორც იცით 2 ფაზა არსებობს და იმპლემენტაციის ფაზა უკვე მიმდინარეობს. რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული რიგის სამიტისთვის… იმ შემთხვევაში, თუ რიგის სამიტზე გადაწყდება ევროკავშირი-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღება, ის მხოლოდ 2016 წლიდან ამოქმედდება.

დარწმუნებული ვარ, რომ რიგის სამიტზე თუ სხვა დროს, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მთავარია, საქართველომ უნდა იმუშაოს, ყველა ტექნიკური პარამეტრი შეასრულოს, რომ ჩვენ ამ მომენტამდე მივიდეთ.

მოლდოვასთან ამ გადაწყვეტილებამდე რთულად მივედით, თუმცა მათ ამით ბოროტად არ ისარგებლეს და ეს პოზიტიური სიგნალია რიგის სამიტის წინ. რთულია ამის თქმა(მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას რედ.), უახლოეს პერიოდში კომისიის რეკომენდაციები იქნება შემუშავებული და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი”,-განაცხადა პოიკანსმა.

შეგახსენებთ, რომ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად