ერდოღანი: თუ ევროკავშირი სირიაში ჩვენს ოპერაციას გააკრიტიკებს, ლტოლვილებისთვის გზას გავხსნით

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამშვიდობო ოპერაციის ევროკავშირის მხრიდან მკაცრი კრიტიკის შემთხვევაში, ანკარა საშუალებას მისცემს 3.6 მილიონ სირიელ ლტოლვილს, თურქეთიდან ევროპაში ჩავიდნენ,-ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ანკარაში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანი არალეგალი ემიგრანტებისთვის “კარის გაღებით” დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სირიაში დაწყებულ მათ სამხედრო ოპერაციას გააკრიტიკებს.

ერდოღანმა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ ოპერაცია “მშვიდობის გაზაფხულთან” დაკავშირებით ტერმინი “შეჭრა” გამოიყენოს.

”თუკი ევროკავშირი “მშვიდობის გაზაფხულზე” ოკუპაციის პროცესს მოახდენს, თურქეთი მილიონი სირიელი ლტოლვილის ევროპაში ჩასვლისთვის კარებს გააღებს,” – განაცხადა ერდოღანმა.

”თურქეთი უგულებელყოფს იმ კრიტიკას, რომელიც ოპერაცია” მშვიდობის გაზაფხულისკენაა” მიმართული. ის ჩვენ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ დავიწყეთ, თუმცა სირიაში თავისუფლად ათი უცხოური ძალა მოქმედებს”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე ეგვიპტე და საუდის არაბეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ თურქეთის მიერ დაწყებულ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

”პირველ რიგში, საუდის არაბეთს ვურჩევ, სარკეში ჩაიხედონ და უპასუხონ იმ შეკითხვას, თუ რას აკეთებენ იემენში”, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქმა სამხედროებმა 109 ტერორისტი გაანადგურეს.  ერდოღანის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანკარამ 16 ათასი ტერორისტი გაანეიტრალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად