თუ ბელარუსში სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ლუკაშენკო შესაძლოა ევროსაბჭოს სანქციების სიაში მოხვდეს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეიძლება მოხვდეს სანქციების სიაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ გაუმჯობესდება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

“ფიგურანტების სია მუდმივად განიხილება. ევროკავშირი მზადაა მიიღოს შემდგომი შემზღუდველი ზომები, მათ შორის ორგანიზაციების და მაღალჩინოსნების, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ”, – ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭომ გადაწყვიტა გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს ბელარუსთან. ბრიუსელი აპირებს, რომ შეამციროს ორმხრივი თანამშრომლობა ბელარუსის ხელისუფლებასთან ცენტრალურ დონეზე და გაზარდოს ბელარუსის ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთან, ევროკავშირი არ ითანამშრომლებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებთან. ასევე გადაიხედება ევროკავშირის ორმხრივი ფინანსური დახმარება ბელარუსისთვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი სარგებელს მოუტანს მოსახლეობას.

ამავე დროს, ევროკავშირი აპირებს გააგრძელოს ურთიერთქმედება მინსკთან ევროკავშირისა და ბელარუსიის საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე.

გადაწყვეტილება გამოქვეყნდა იმ დღეს, როდესაც ლუქსემბურგში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების საკითხს განიხილავდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სააგენტოების ხელმძღვანელები. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ თუ საჭირო იქნება, პრეზიდენტი ლუკაშენკო სანქციების სიაში შეიყვანონ.

2 ოქტომბერს ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა დაამტკიცეს სანქციები ბელარუსის რამდენიმე ათეული ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან არჩევნების გაყალბებაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში. შავ სიაში 40 ადამიანი შედიოდა, მაგრამ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მასში არ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად