თსუ-ში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფინალური თამაში გაიმართება

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის  ფინალური შეხვედრა 2 ივლისს თსუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართება. 

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ახალგაზრდებს შორის შეჯიბრს ყველაზე მხიარულისა და საზრიანის გამოსავლენად. ჟიურის შორის თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძეა.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბში 13 უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ თამაშში სულ 5 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც საუკეთესო 2 გუნდი გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...