თსუ-ს სტუდენტი: აუდიტორია 115 აგრძელებს პროტესტს

აუდიტორია  115-ის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, სტუდენტები პროტესტს კვლავაც განაგრძობენ. მათი ნაწილი კვლავ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დარჩება, იქამდე, სანამ პრემიერისგან მოთხოვნების შესრულების პირობას არ მიიღებენ.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, აუდიტორია #115 აგრძელებს პროტესტს იმ სახით, როგორც დილით დავიწყეთ. მე-6 კორპუსში გამაგრებული სტუდენტები კვლავ დარჩებიან იქ, სანამ პრემიერისგან არ მივიღებთ იმის პირობას, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება. ასევე ბოლო გადაწყვეტილებით აუდიტორია #115 ში მყოფი სტუდენტების ნაწილიც დარჩება დღეს უნივერსიტეტში. ზუსტად არ ვიცით, ეს იქნება #115 აუდიტორია, თუ მე-6 კორპუსი. დღეს მთელ ღამეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ გარკვეულ საკითხებზე, ვისმჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება ხვალისთვის. ხვალისთვის დაგეგმილია აქცია-კონცერტი, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არ არის", – განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა, მარიამ ბეგოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად