თსუ-ს სენატის წევრი: სენატის სხდომა 14 მარტს გაიმართება

თსუ-ს სენატის წევრის არნოლდ გეგეჭკორის ინფორმაციით, სენატის პირველი მოსამზადებელი სხდომა ორშაბათს, 14 მარტს გაიმართება.
თუმცა, მისი თქმით, ამ სხდომაზე უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„მოსამზადებელ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, სენატი, აკადემიური საბჭო, რექტორი, კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი. 

სამშაბათს იმავე შემადგენლობით, ოღონდ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედგება შეხვედრა. ამ ორი შეხვედრის შემდეგ დაინიშნება საარჩევნო სხდომა, სადაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა გეგეჭკორმა.

არნოლდ გეგეჭკორის განცხადებასთან დაკავშირებით, სტუდენტებმა თქვეს, რომ ისინი მაინც აპირებენ უნივერსიტეტის შენობაში დარჩენას და იმ გადაწყვეტილების განხილვას, რომელიც მათ სენატის წევრმა, გეგეჭკორმა შესთავაზა. 

სტუდენტების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ განხილვის მეორე დღეს სხდომას თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად