თსუ-ს ფუტსალის გუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე უნგრული „ბერტერიოფალუ“ იქნება

27 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 2019/2020 წლების სეზონის ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქე, უნგრეთის ჩემპიონი, „ბერეტიუფალუ“ იქნება.

ქართულ-უნგრული დაპირისპირება თბილისში 24-29 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებულის ვინაობას ერთმატჩიანი დაპირისპირება გამოავლენს. შეხვედრის ზუსტი თარიღი მოგვიანებით ჩაინიშნება.
კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეჯიბრებაში მონაწილე 46 გუნდიდან შეიქმნას 23 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ 23 გუნდს მომდევნო ეტაპზე შეუერთდება 9 ყველაზე მაღალი კოეფიცინეტის მქონე გუნდი, რომლებიც ასევე თითო შეხვედრას გამართავენ.
უეფამ რეიტინგის გათვალისწინებით, მინიმალური ურთიერთკავშირისთვის, 6 კალათაში წინასწარ განთესა კლუბები. ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ მიმდინარე მოვლების გამო უმასპინძლონ მეტოქეს, ორგანიზატორებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც წილისყრის დროს გათვალისწინებულ იქნა.
დავით ბობოხიძე (თსუ-ს მთავარი მწვრთნელი):“ მეტოქე ძალიან ძლიერია. ცუდი ისაა რომ მომზადებას ახლა ვიწყებთ, დრო ცოტაა და ეს ხელისშემშლელი ფაქტორია, თუმცა გვაქვს პლუსებიც – მეტოქეს თბილისში ვეთამაშებით და იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო დიდი ალბათობით გულშემატკივრის გარეშე ვითამაშებთ, ეს ფაქტორი მაინც ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედებს. კარგია რომ გამარჯვებულის ვინაობას ერთმატჩიანი დაპირისპირება გაარკვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შანსები ცოტა მოკრძალებული იქნებოდა. ახლა კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გპირდებით, უნგრელებს იოლად არაფერს დავუთმობთ. აუცილებლად ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. დანარჩენს უკვე მატჩი გამოაჩენს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად