თსუ-ს  ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო ევროპირველობაზე მიემგზავრება

16-25 ივლისს, პორტუგალიის ქალაქი ბრაგა უმასპიძლებს ევროპის საუნივერსიტეტო პირვეობას ფუტსალში, რომელშიც მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს. საქართველოს სახელით საუნივერსიტეტო პირველობაზე წარსდგება თსუ-ს ფუტსალის გუნდი, რომელიც შეჯიბრებაში ზედიზედ მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

დავით ბობოხიძის გაწვრთნილი გუნდი 2017 წელს ფინალში გავიდა, 2018 წელს კი მესამე ადგილისთვის მატჩი დათმო. წლეულს, თსუ-ს მიზანი ასევე მედლებისთვის ბრძოლა იქნება. კონკურენტი ბევრია, ბრაგაში საკმაოდ ძლიერი გუნდები მოიყრიან თავს და მედლებისთვის ბრძოლას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებენ. 24 გუნდი ექვს ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფა და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფში, მერვედფინალიდან თამაშს გააგრძელებს.

ჩვენი გუნდი, ხვალ გამთენიისას გაფრინდება ბრაგაში და ტურნირის დაწყებამდე დასასვენებლად და ადაპტაციისთის 2 სრული დღე ექნება. თსუ-ს მეტოქეების ვინაობა ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიაში, კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

 

თსუ-ს შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ვეშაპიძე; თორნიკე დვალიშვილი;
მოედნის მოთამაშეები: შოთა ჭანუყვაძე, მიხეილ თევზაძე, შაკო კაპანაძე, გიორგი ჩიმაკაძე, გოგლიკო ჭოხონელიძე, ბექა ბექაური, გიორგი ღავთაძე, ნიკა კურტანიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, გია ნიყვაშვილი, ამირან ცხომარია, ვახტანგ კეკელია

მთავარი მწვრთნელი: დავით ბობოხიძე
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ლევან კობაიძე
გუნდის ექიმი: მამუკა კვანტალიანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად