თსუ-ს ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კერძოდ, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის კუთვნილი ადგილის დაკავებას და მიმართვას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

შექმნილი აგრესიული ვითარებისა და დაძაბულობის ფონზე, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...