თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 1176 საფეხურით დაწინაურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში გაუმჯობესდა და ის კავკასიის რეგიონშიც ლიდერია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 

უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი რანჟირებით, თსუ-მ მსოფლიოს 24 ათასამდე უნივერსიტეტს შორის 2006-დან 830-ე ადგილზე, ევროპის უნივერსიტეტებს შორის 714-დან 349-ე ადგილზე გადაინაცვლა.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. 2015 წლის მარტის მონაცემებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რანჟირებისას, ტექნიკური თვალსაზრისით არ იქნა გათვალისწინებული უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდებზე არსებული მაჩვენებლები. ISET-ისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემები, ამ ხარვეზის გასწორების შემდეგ თსუ-ს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. 

www.webometrics.info – ს რანჟირებით, კავკასიის რეგიონიდან სომხეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ 2628-ე ადგილს, აზერბაიჯანის საუკეთესო უნივერსიტეტი კი 6405-ე ადგილს იკავებს", – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო უნივერსიტეტების ვებრანჟირება ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ესპანური ორგანიზაცია Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSIS)-ის ლაბორატორიის Cybernetrics Lab ინიციატივით ხორციელდება. ორგანიზაცია ესპანეთის მასშტაბით 126 ცენტრს და ინსტიტუტს აერთიანებს. უნივერსიტეტების რაჟირებისას ორგანიზაცია ითვალისწინებს სხვა ვებგვერდებიდან მინიშნების მაჩვენებელს (Google, Yahoo, Live Search, Exalead), უნივერსიტეტის ვებგვერდის შიგა გვერდების რაოდენობას, მასზე სრულყოფილი ტექსტების რაოდენობას, ვებგვერდზე განთავსებული სამეცნიერო სტატიების და მათი ციტირების რაოდენობას.

კვლევაში საქართველოს 64 უნივერსიტეტია ჩართული. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...