თსუ- ჰიუნდაის დეიან კროჩიკი გაწვრთნის

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სლოვენიელი სპეციალისტი, დეიან პროკიჩი გაწვრთნის.

თსუ-ს ახალი მწვრთნელი: დეიან პროკიჩი
საკალათბურთო სუპერლიგაში მიმდინარე ტრანსფერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ თსუ-ჰიუნდაის მთავარი მწვრთნელის პოსტზე განხორციელებული ცვლილება. გასულ სეზონში სუპერლიგის დებიუტანტის სტატუსის მქონე „თსუ-ჰიუნდაიმ“ ღირსეულად იასპარეზა და მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მოგებასთან ერთად რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა. არცთუ წარუმატებელი დებიუტის მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობამ კარდინალური ცვლილებების გატარება დაიწყო და პირველ რიგში მთავარი მწვრთნელი შეარჩია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სლოვენიელი სპეციალისტი, დეიან პროკიჩი გაწვრთნის.

პროკიჩი ქართულ საკალათბურთო საზოგადოებაში ცნობილი სპეციალისტია. 2015 წლიდან ის საქართველოშია და 2 წელი ზაზა ფაჩულიას აკადემიის წამყვან მწვრთნელად და კოორდინატორად მუშაობდა. მის ხელში დაფრთიანდა აკადემიის ის თაობები, რომლებმაც გასულ სეზონში საქართველოს 4 ასაკობრივი ჩემპიონატიდან 3 მოიგეს და ერთში მეორე ადგილს დასჯერდნენ. პროკიჩი გასულ სეზონში „ა“ ლიგის წევრ „არენა-ორბში“ მუშაობდა და მიუხედავად შედარებით ნაკლებკონკურენტიანი შემადგენლობისა, რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა, ნახევარფინალური სერია კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაძაბულ ბრძოლაში – 1:2 წააგო.
დეიან პროკიჩი 45 წლისაა, თუმცა საქართველოში ჩამოსვლამდე 21-წლიანი სამწვრთნელო კარიერა უმაგრებდა ზურგს. მას ძირითადად სერბეთსა და სლოვენიაში უმუშავია, თუმცა პროკიჩის საკარიერო მწვერვალად „ბკ კიევის“ მწვრთნელობა გახლდათ, რომელსაც სლოვენიელმა სპეციალისტმა 2014 წელს უკრაინის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...