თსუ: ჩვენთვის მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი “თბილისი პრაიდის” გარშემო დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს (მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა).

უნივერსიტეტისთვის, რომელიც თავისუფლებას, განათლებას, განვითარებასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას ემსახურება, მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები.” – ვკითხულობთ უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...