თსუ ჩემპიონობის მოპოვებას მეორედ შეეცდება

14 აგვისტოს, ოლიმპიური სასახლე უმასპიძლებს ფუტსალის ლიგის გათამაშების ფინალური სერიის პირველ დაპირისპირებას. თსუ-ს მეტოქე იქნება მოქმედი ჩემპიონი – “თელასი ჯორჯიანს”, რომელიც, ცხადია, ტიტულის დაცვას შეეცდება, თუმცა თავისი მყარი ამბიციები აქვს თსუ-ს, რომელმაც შარშან საქართველოს თასის გათამაშება დამაჯერებლად მოიგო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, მიმდინარე სეზონში კი ჩემპინობისთვის იბრძოლებს და ოქროს მედლების მოპოვებას მეორედ შეეცდება – თსუ-მ საქართველოს ჩემპიონატი ერთხელ უკვე მოიგო და თუ საპლეიოფო სერიას გადავხედავთ ოქროს მელების მოპოვების კარგი შანსი აქვს.

დავით ბობოხიძე (თსუ-ს მთავარი მწვრთნელი):”რთული სერია გველის. მეტოქე გამოცდილი და ძლიერია, თუმცა ჩვენ ჩვენი კოზირები გვაქვს – შეკრული გუნდი, ჯანსაღი, საბრძოლო განწყობა და შეიძლება ითქვას სამი თაობის სინთეზი, რომელიც ერთამენთისგან ახლაც ბევრს სწავლობს. პატარა დეტალები ბევრს გადაწყვეტს, მომენტების გამოყენება, ფიზიკური მზაობა, რადგან პანდემიამ ყველას შეგვიშალა ხელი, რთულია ახლა იდეალურ ფორმაში იყო და რაც მთავარია დაცვაში თამაში. ვინც დაცვაში კარგად გაირჯება, ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ჩემპიონიც ის გახდება. დანარჩენი უკვე მოედანზე. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვნახოთ რა გამოვა”.

გიორგი ჭოხონელიძე (თსუ-ს მოთამაშე):”გუნდში საბრძოლო განწყობაა და აუცილებლად ყველა ბოლომდე დავიხარჯებით. რა თქმა უნდა, ვიცით რომ მარტივი თამაში არ იქნება. ეს ფინალია და იოლად არავინ არაფერს დათმობს. დაცვაში კარგი თამაში ბევრ რამეს განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია შექმნილი მომენტების რეალიზაცია მოვახდინოთ. ეს ფინალია და შეიძლება ბევრი მომენტი არც შეიქმნას. საერთო ჯამში შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად