“თქვენო უწმინდესობავ, ბელარუსი ხალხი პირველსავე დაძახებაზე გვერდით დაგიდგებათ“

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან და საქართველოში მყოფ ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა.

პატრიარქმა ბელარუს სტუმრებს წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის.

"თქვენო უწმინდესობავ, მინდა ბელარუსი ხალხის და ჩვენი ეკლესიის მეთაურის თბილი სურვილი გადმოგცეთ. მიიღეთ და დაიმახსოვრეთ, რომ იქ ევროპის ცენტრში, გეოგრაფიულად ახლოს ცხოვრობს თქვენი ახლობელი ხალხი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან თქვენს პირველსავე დაძახებაზე გვერდით დაგიდგნენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთად, ისტორია ამის შესახებ საუბრობს და დღეს არავის აქვს უფლება და არც ძალუძს დაანგრიოს ეს ერთობა.

ჩვენ ძმები ვართ, ვიყავით და ყოველთვის ერთად ვიქნებით. მე მინდა, რომ თქვენ ეს ყოველთვის გახსოვდეთ.“- განაცხადა ლუკაშენკომ.

დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ალექსანდრ ლუკაშენკომ და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციამ სამების საკათედრო ტაძარი მოილოცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად