“თოვლჭყაპი, თოვლი, მცირე ნალექი”- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

18-20 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოში 18-20 იანავარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად