„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ – აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი წაიკითხეს (ვიდეო)

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი წაიკითხეს

„დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო.
საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში.
იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი”.
ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს.
ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.
დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – ელჩი დეგნანი
“Today marks 100 years since the tragic day troops sent by the Kremlin occupied independent Georgia in 1921.
The invasion by Soviet troops was in flagrant violation of a non-aggression pact that the Tbilisi government had signed in Moscow less than a year earlier.
To commemorate that sad day, the U.S. Embassy would like to present a collective reading by my colleagues of “25 February,” a poem by Kolau Nadiradze.
The poem was published in 1985, but it speaks of the tragedy of the day when Georgians had their independence stolen from them by Moscow, and saw their country subsumed into the Soviet Union.
The poem symbolizes with heartbreaking clarity the difficulties of living under Kremlin rule during the Soviet period for the proud people of Georgia.
Today, more than ever, we are reminded of how important a united Georgia is in the face of Russian aggression”, – Ambassador Degnan – ნათქვამია საელჩოს წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...