თორნიკე შარაშენიძე: ამ კრიზისის შედეგად გახარია ან გაძლიერდება, ან პოლიტიკურად დაიღუპება

ამის შესახებ, პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” საუბრისას განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, თუ მთავრობა ქვეყნაში არსებულ კრიზის გადააგორებს, ეს გიორგი გახარის დაწინაურებას და გაძლიერებას უზრუნველყოფს.

“თუ ამ ამბავმა ჩაიარა ისე რომ გადააგორა მთავრობამ ეს კრიზისი, ამ კრიზისის გადაგორება ჩაეთვლება შს მინისტრს გიორგი გახარიას, რომელიც ერთადერთია, რომელიც გარეთ ჩანს და ამბობს მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე. შესაბამისად, ის გაძლიერდება. ამ კრიზისის შედეგად გიორგი გახარია ან გაძლიერდება, ან პოლიტიკურად დაიღუპება, ასეთი სიტუაცია მივიღეთ”-ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ცნობისთვის, მე-20 დღეა, რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...