თორნიკე რიჟვაძემ სომეხ მოქალაქეებს ქრისტეშობა მიულოცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის სომხურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.
“ვულოცავ სომეხ ხალხს დღევანდელ მნიშვნელოვან დღესასწაულს – ქრისტეშობას, ნათლისღებას.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო აჭარაში მცხოვრებ სომხებს. ეს დღე ყოფილიყოს ახალი იმედების, ახალი სიცოცხლის და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრების საწინდარი,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.