თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და ამ ფონზე შექმნილი გამოწვევების მათი დაძლევის სტრატეგიის შესახებ ესაუბრა.
,,გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც სავაჭრო პალატასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ სამუშაოს ეწევა. ეს არის კარგი პლატფორმა განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული ეკონომიკისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, განსაკუთრებით, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების ჩართულობით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით პოლიტიკის დაგეგმვას და მის განხორციელებას” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად