თორნიკე რიჟვაძემ საუდის არაბეთის სამეფოს ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

2019 წელს საუდის არაბეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში 28,7%-ით გაიზარდა 2018 წელთან შედარებით. 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საუდის არაბეთიდან ხორციელდებოდა პირდაპირი ავიარეისები ბათუმი – ერ-რიადის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად