თორნიკე რიჟვაძემ სარფში შეკრებილებს კოლხობის  დღესასწაული მიულოცა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სარფში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „კოლხობას“  დაესწრო.

„ეს არის ჩვენი ტრადიციების, ჩვენი  მდიდარი კულტურისა და ფესვების დადასტურების დღესასწაული. კოლხეთი, ლაზეთი ეს არის ის კულტურა, სადაც პირველად დაირწა სახელმწიფოებრიობის აკვანი, სადაც პირველად მოხდა ჩვენი ცივილიზაციის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, რომ  თაობები  უკვე  ორმოცი წელია იკრიბებიან  ამ დღის აღსანიშნავად.  მინდა გისურვოთ იმ დიდი სიძლიერის დაბრუნება, რაც მაშინდელ სახელმწიფოს გააჩნდა  და კიდევ უფრო გაძლიერებულიყოს ჩვენი ქვეყანა.“- ასე მიმართა თორნიკე რიჟვაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს.

სახალხო დღესასწაული პირველად 1978 წელს,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით ტარდება.  კოლხობა მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მტავრობა ავრცელებს,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...