თორნიკე რიჟვაძემ მუხაესტატეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუხაესტატეში ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე მუხაესტატე-ბათნიძეებში იმყოფებოდა, სადაც გზის კეთილმოწყობა ივლისის ბოლოს დასრულდა.

ახალი გზა დაეგო მუხაესტატე – ჩაის ფაბრიკა – გოგიტიძეების მიმართულებითაც. თითქმის 2 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყო.

წელს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 12,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყობა: 15,7 სიგრძის ასფალტბეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენება 8 ახალი ხიდი და 45 ხელოვნური ნაგებობა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...