თორნიკე რიჟვაძემ ღვაწლმოსილ მეზღვაურებს აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ხაზი გაუსვა მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას და მათ წვლილს ქვეყნისა და რეგიონის განვითრებაში.

“მეზღვაურებს განსაკუთრებით დიდი როლი და მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში! ისინი არიან ძალიან მამაცი, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანები და არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის და ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაში.” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის ა.რ. მთავრობის ჯილდო „პოსტ მორტ“ მიენიჭა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას და საზღვაო აკადემიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს.

პრეზიდენტის ღირსების მედლით დაჯილოვდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქალი მეზღვაური კაპიტნის სავახტო თანაშემწე ნათია ლაბაძე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო დარგის ერთ-ერთ შემოქმედს, საზღვაო კოდექსის ერთ-ერთ თანაავტორს, ლუიზა წვერავას.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...