თორნიკე რიჟვაძემ, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრები გამართა

თორნიკე რიჟვაძე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქიის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

,,უხვი ნალექის გამო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს გზების ინტენსიური წმენდა სხვადასხვა მიმართულებით.

ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თოვლისგან გამოწვეული გართულებები. იყო შეფერხებები ელექტრო მომარაგების კუთხით, რომელიც პრაქტიკულად სრულად არის აღდგენილი“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად