თორნიკე რიჟვაძე: ვართ მზად გვქონდეს კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზადაა, აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებთან ერთად განიხილოს 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოდელი. აღნიშნული განცხადება, თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებული განცხადებების შემდეგ გააკეთა. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა, რომ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, განვიხილოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო მოდელი. ეს იქნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და ყველანი ჩავერთვებით. ასევე მინდა დავაფიქსირო მზაობა, განვიხილოთ ყველა ის მოდელი, რომელიც ნათლად ასახავს აჭარის მოსახლეობის ინტერესს
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში, უმრავლესობას მმართველი პარტია არჩევნების ნებისმიერი მოდელით ჩატარების შემთხვევაში მოიპოვებს.
“როგორც გითხარით, ჩვენ ვართ მზად გვქონდეს კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან, რომ არჩვენების ჩატარებასთან დაკავშირებით შევჯერდეთ იმ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ცენტრალურ დონეზე არსებულ როგორც პოლიტიკურ, ასევე კონსტიტუციურ ლოგიკასთან, იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი კიდევ უფრო შედეგიანი და სამართლიანი გავხადოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში “ქართული ოცნება” მოიპოვებს უმრავლესობას” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
არსებული მოდელის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან 15 პროპორციული სიით, ხოლო 6 მაჟორიტარულით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად