თორნიკე რიჟვაძე: თითოეული თეთრი ბიუჯეტიდან იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას

საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, ვასაჯაროვებთ აჭარის მთავრობის აპარატის 2010-2019 წლების წარმომადგენლობითი ხარჯების ამსახველ ოფიციალურ მონაცემებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების პირობებში, წარმომადგენლობითი

ხარჯების ტენდენცია იყო ყოველწლიურად მზარდი:

2010 წელი – 445 730 ლარი

2011 წელი – 517 947 ლარი

2012 წელი – 771 347 ლარი

რაც შეეხება, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს,  ოფიციალური მონაცემების თანახმად,  ფიქსირდება  წარმომადგენლობითი ხარჯების კლების ტენდენცია:

2017 წელი – 154 313 ლარი

2018 წელი – 109 189 ლარი

2019 წელი ( 8 თვე) – 87 122 ლარი

აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლობითი ხარჯების ამსახველი ცხრილი 2010-2019 წლებში

 

აღსანიშნავია, რომ წელს აჭარამ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს და   კონფერენციას – “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა. წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე გათვალისწინებულია ორი მაღალი დონის საერთაშორისო    ფორუმისთვის,        რაც             მაღალი          რანგის           პოლიტიკოსების მონაწილეობით აჭარაში წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს.

“თითოეული საბიუჯეტო ლარი, თითოეული თეთრი იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებს.

განსხვავებით ძველი პრაქტიკისგან –  როცა საბიუჯეტო სახსრებით ხდებოდა ძვირადღირებული             პიჯაკების,    ასევე               ძვირფასი      საჩუქრების   შეძენა ნაცნობმეგობრებისთვის.

გასულ წლებთან შედარებით, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, ხოლო მილიონი ლარით შევამცირეთ  ადმინისტრაციული ხარჯი მთავრობის აპარატში, რაც 2012 წელთან შედარებით  5-ჯერ ნაკლებია. ვერც მთავრობის თავმჯდომარე და ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ იქნება ფუფუნებაში’ – განმარტავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

წარმომადგენლობითი ხარჯების დაკავშირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან არარელევანტურია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2019 წლის I კვარტალში აჭარის რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 26.1 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში გაზრდილია 209%-ით.

აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად