თორნიკე რიჟვაძე სტიქიის ზონაში იმყოფება, ელოდებიან დამხმარე ბრიგადებს მეზობელი რეგიონებდან

კვლავ მძიმე ვითარებაა ხელვაჩააურის რაიონში, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიიკე რიჟვაძე.

ხელვაჩაურში 20-მდე მეწყრული კერაა, მათ შორის 10 ახალშენში, ერგეში ხიდი დაზიანდა და გადაკეტილია ცენტრალური გზა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შემთხვევის ადგილზე უკვე რამდენიმე საათია, იმყოფება. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებს სამძებრო სამუშაოებში კოლეგები მეზობელი რეგიონებიდანაც დაეხმარებიან. მისი თქმით, ჯგუფები უკვე მიემართებიან აჭარისკენ.

„სამუშაოები უკვე დაწყებულია. ტექნიკა მოვიდა ადგილზე. სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება, რათა დროულად ვიპოვოთ ადამიანები. საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ბრიგადები შემოვლენ ასევე მეზობელი რეგიონებიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი განცხადებით, უცნობია, მეწყერის შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად