თორნიკე რიჟვაძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ექსიმ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან და აღმასრულებელ დირექტორთან მონიკა კოჰუტოვასთან და ექსიმ ბანკის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილესთან მიხალ კოზაჩიკთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სლოვაკური ინვესტიციებისა და ექსიმ ბანკის საინვესტიციო პორტფელის გაფართოების საკითხი საქართველოში. შეხვედრაზე აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების სურვილი გამოითქვა.

შეხვედრას დაესწრო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...