თორნიკე რიჟვაძე: საქართველოს ევროპული გზა არის თაობების ამოცანა

ბათუმში კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე სიტყვით მიმართა.

“ნება მიბოძეთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოგესალმოთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის თავს ეძღვნება.

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებისა და ბიზნეს შეხვედრების ადგილად იქცა. ჩვენი წარმატება დასტურდება მიღებული საერთაშორისო ჯილდოებით. ჩვენ გავხდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილი საქართველოში და არა მხოლოდ. ეს გახლავთ კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია საერთო ღირებულებები, საერთო პერსპექტივა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გავაძლიეროთ უკვე არსებული მიღწევები.

საქართველოს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანი და ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირის სრულ წევრობაზე.

დღეს, ჩვენ დავსახავთ სხვა პერსპექტივას …. დღეს 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს კონფერენციაში და მოხარული ვართ, რომ ბათუმი ამ კონფერენციის ჩატარების ტრადიციულ ადგილად იქცა. საქართველოს ევროპული გზა არის თაობების ამოცანა.

კიდევ ერთხელ, ნება მომეცით მოგესალმოთ და გისურვოთ წარმატებები”, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...