თორნიკე რიჟვაძე: “ნაცმოძრაობა” ნაწყენია პოლიტიკურად რომ დავაპაუზეთ და იმიტომ იძახიან აჭარა დაპაუზებულიაო

“მე არაერთგზის მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ, რომ მაგათ ჰქონდათ ძალიან მარტივი ტაქტიკა. წლების განმავლობაში ცდილობდნენ ყველა მასშტაბური და მსხვილი პროექტის დაკნინებას და ნიველირებას საზოგადოებაში. მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დაკნინებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი მთავრობის პირობებში ეს მათ არ გამოუვათ, ამის პირობას ვაძლევთ!” -აცხადებს “აიპრესთან” ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

-ოპონენტები ახსენეთ არაერთგზის… ამბობთ რომ ისინი მხოლოდ კაბინეტებიდან საუბრობენ მაღალფარდოვანი სიტყვებით. ოპონენტების თქმით კი, წინა ხელისუფლების შემდეგ აჭარაში სრული უძრაობაა და არ ვითარდება არც ტურიზმი, არც საინვესტიციო გარემო, არც ეკონომიკა…

რას უპასუხებდით ამასთან დაკავშირებით და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საინვესტიციო პროექტების თვალსაზრისით, რა ხდება აჭარაში?

-მე არაერთგზის მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ, რომ მაგათ ჰქონდათ ძალიან მარტივი ტაქტიკა. წლების განმავლობაში ცდილობდნენ ყველა მასშტაბური და მსხვილი პროექტის დაკნინებას და ნიველირებას საზოგადოებაში. მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დაკნინებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი მთავრობის პირობებში ეს მათ არ გამოუვათ, ამის პირობას ვაძლევთ!

ის რომ აჭარას ყოველწლიურად აქვს 15-16 %-იანი ზრდა ტურიზმის მიმართულებით, ეს მშვენივრად იციან მათ. ახლახანს ვიყავი ესტონეთში, საიდანაც დავნიშნეთ პირდაპირი ჩარტერული რეისები ზაფხულში და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაქალაქიდან ბათუმში განხორციელდება ფრენები. რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან კიდევ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ როგორც ევროპულ ინვესტიციას ასევე ტურისტს ჩამოვიყვანთ ბათუმსა და მთლიანად აჭარაში.

ის პროექტები რომელიც წეღან ვახსენე, თუნდაც გოდერძზე დაახლოებით 150 მილიონიანი პორტფელიოა და რაც განსაკუთრებით მახარებს, ეს არის კერძო კაპიტალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების ნდობა არის მაღალი.

ავიღოთ თუნდაც ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც საჯარო ფინანსებით ვახორციელებთ: მაგალითად სტადიონი, რომელიც სხვათაშორის „ნაცმოძრაობამ“ დაანგრია თავის დროზე, წელს თითქმის ბოლომდე მივიყვანთ მშენებარე ობიექტს. ეს იქნება უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი. ბათუმში ძალიან ბევრი ფეხბურთის მოყვარულია და დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარებს ეს ამბავი.

-თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ეს პროექტი ძალიან გაიწელა…

სამწუხაროდ ბევრი „ჩაწოლილი“ პრობლემა იყო. ძალიან ბევრი გაჩერებული და გაჭედილი პროექტი. ჩვენ ოპონენტების ხელოვნურ აჟიოტაჟზე არ ვაპირებთ დროის კარგვას, ჩვენ საქმით ვუპასუხებთ მაგათ და როცა ამბობენ დაპაუზებულ აჭარას, ეს იმიტომ, რომ დავაპაუზეთ ისინი პოლიტიკურად. ამიტომ არიან ისინი ყველაზე მეტად განაწყენებული, მე ეს კარგად ვიცი.

ყველა ის პროექტი, რომელიც ამ წელს გვქონდა დაგეგმილი, წარმატებით გავა ბოლომდე. მომავალი წლიდან ბულვარის გაგრძელებასთან დაკავშირებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უკვე ვესაუბრებით საერთაშორისო საფინანსო ორაგანიზაციებს და საქართველოს მთავრობამ მხარი დაგვიჭირა. მოხდება ბულვარის სარფამდე დაგრძელება და გაკეთდება გონიოს ხიდი. ყველა ის პროექტი, რომელიც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო გაჩერებული იყო, რა თქმა უნდა, დაიძვრება.

ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციალური მიდგომები. ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ვიცით სად რა უნდა გაკეთდეს, რომ ხალხმა უკეთ იცხოვროს.

მერწმუნეთ ამის 10% რომ გაეკეთებინა წინა ხელისუფლებას, ტელევიზიიდან არ ჩამოვიდოდნენ ამაზე სასაუბროდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...