თორნიკე რიჟვაძე: მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება

მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„დღეს ოპერატიულ ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად აჭარის 3 მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი, სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება მაღალმთიან აჭარაშიც, ხულოში, შუახევსა და ქედაში.

განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში და სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა. თუმცა, მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან, ხოლო დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება.

რამდენიმე დღეში, ველოდებით აჭარაში და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად