თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე-ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან

რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ქობულეთში ციტრუსი ნაწილობრივ დააზიანა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის ხარისხისა და რეალიზაციის შესახებ არსებულ სიტიუაციას ადგილზე გაეცნო.

“ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი ხელშეწყობა, მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დოკუმენტაცია, რომელიც მათ სჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილური, ადეკვატური სარეალიზაციო ფასი და ყველა ოჯახმა შეძლოს შესაბამისი შემოსავლების მიღება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ციტრუსის შტაბს შესაბამისი დავალებები მისცა, რაც უკავშირდება ლოჯისტიკის გამართვას, ასევე ექპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებას – ,,მნიშვნელოვანია, რომ ყველა ექსპორტიორს ქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, დოკუმენტაციის გამარტივების თვალსაზრისით. ასევე ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობებს მათ შორის მოსაკრებლების შემცირების მხრივ, რომლებსაც ექსპორტიორები იხდიან“ .

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხალხი გრძნობდეს მთავრობის სიახლოვეს, მუშაობას და კეთდებოდეს ოპერატიული რეაგირება ყველა იმ პრობლემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებდა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმავე თანამშრომლობით და მათ შორის იმ ძალიან დიდი მხარდაჭერის ფონზე შევძლებთ ყველა ეს გამოწვევა იქნება ეს ციტრუსის, ეკონომიკის თუ ჯანდაცვის მიმართულებით მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად