თორნიკე რიჟვაძე: მეწყერის შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა უცნობია (ვიდეო)

ამ დროისთვის ისევ ურთულესი ვითარებაა ხელვაჩაურის რაიონში, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივების განცხადებით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აცხადებს, რომ სათანადო ტექნიკა მობილიზებულია მეზობელი რეგიონებიდანაც.

თორნიკე რიჟვაძე: გვაქვს სტიქია როგორც ხელვაჩაურში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში, მეწყრული პროცესების შედეგად წაღებულია სახლი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება დილამდე, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ამ ადამიანების პოვნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეხმარებიან კოლეგები სხვადასხვა რეგიონებიდა, შესაბამისად მობილიზებული იქნება როგორც ტექნიკის ისე ადამიანური რესურსის მხრივაც.

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა. მისი განცხადებით, უცნობია, მეწყერის შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად