თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთანი აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სოფლების, დაბების და ადმინისტრაციული ცენტრების დამაკავშირებელი გზები მოინახულა და გზების წმენდის პროცესს დაესწრო.

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 61 ერთეული მძიმე ტექნიკა დილიდან წმენდს საავტომობილო გზებს თოვლის საფარისგან. კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი. ამ დროისთვის ცენტრალურ და ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხებები არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი დიდთოვლობის და ყინვების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეიქნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

სანერგე და სასათბურე მეურნეობებში მობილიზებულია ჯგუფები. ინტენსიური თოვლისა და ყინვების შემთხვევაში ფერმერებს გაეწევათ რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად