თორნიკე რიჟვაძე ხულოში გაცემულ პრემიებზე: ვერცერთ არგუმენტს ვერ გავიზიარებ პრემირებასთან დაკავშირებით!

“მაშინ, როცა ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით” – ასეთ განმარტებას აკეთებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით.

“მაშინ როცა მთელი მსოფლიო ებრძვის ინფექციას და მაშინ როცა ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აბსოლიტურად ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით. მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ მძიმე მდგომარეობაში შეუძლებელია წახალისების და პრემიერების შემთხვევები, მიუხედავად იმისა იქნება ეს არჩეული თუ დანიშვნითი თანამდებობის პირები“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის ეთერში.

თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად