თორნიკე რიჟვაძე: ხმა მივეცი ორ ღირსეულ ბათუმელს, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და რეგიონს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკური არჩევანი ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„მე ხმა მივეცი ორ ღირსეულ ბათუმელს, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და რეგიონს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და აჭარის წარმატებას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ, რომ არც ერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად