თორნიკე რიჟვაძე: გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყნას საერთო ღირებულებები აერთიანებს.

“დღეს საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოს, რომლის მთავარი ფასეულობა – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მალე დაიძლევა გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად