თორნიკე რიჟვაძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც ეპიდსიტუაციის სტაბილურობას უზრუნველყოფს. თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ სკოლებში გამოვლენის და დადებითობის მაჩვენებელი არის 1 %-ზე დაბალი, რაც სტაბილური დინამიკის მაჩვენებელია.

“მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ, რადგან ახლა განსკუთრებით მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდ დინიმაკა. სწორედ ეპიდ დინამიკაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ ეკონომიკის დარჩენილი სექტორების და ტურიზმის აღდგენას სეზონისთვის. მისივე განცხადებით, სკოლებში გამოვლენის და დადებითობის მაჩვენებელი არის 1 %-ზე დაბალი, რაც სტაბილური დინამიკის მაჩვენებელია. მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით ამ მიმართულებითაც ტესტირება და მონიტორინგი გაგრძელდება“, –  აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...