თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეხვდნენ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ქედის მუნიციპალიტეტში ქოსოფლისსაავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობას.ხიდი  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შენდება. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,სინათლე 2006″. ხელშეკრულების ღირებულებაა 978 000 ლარი. სამუშაოები2 ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში, 4 ოჯახს საავტომობილო გზაარასდროს ჰქონია  და ბაგირზე დაკიდული საცალფეხო ხიდით გადაადგილდებოდნენ. ამ ხიდით ისარგებლებს  როგორც ქოსოფელი, ასევე მიმდებარესოფლებიც. ქედაში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი სოფელ ნამლისევის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების წინაშე არსებული პრობლემები და საჭიროებები  მოისმინეს.

თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი მთავრობის წევრებთან ერთად, შუახევში, სოფელ ხიჭაურში მაღალმთიანი აჭარის  გაზიფიცირების მე–2ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54-კილომეტრიან მონაკვეთზე, მთავარი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე,სოფელ ხიჭაურში ( შუახევის ცენტრიდან 300 მეტრი) მილების შედუღებისა და მონტაჟისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები დაიწყება შუახევის ცენტრიდან-გოდერძის მიმართულებით.  შედეგად კორორტ გოდერძის სრული გაზიფიცირება მოხდება. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სალიბაურიდან-ხიჭაურამდე ცენტრალური მაგისტრალის 65-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა. პროექტი11,000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.

შუახევში,  სოფელ ოქროპილაურსა და დაბაძველის 60 -მდე მოსახლე  მალე ახალი ხიდით ისარგებლებს.  ხიდის მშენებლობის პროცესს  მთავრობის წევრები  გაეცნენ.  რკინა-ბეტონის სამმალიანი ხიდის სიგრძე 54 მ, ხოლო სიგანე 6 მეტრზე მეტი იქნება. ხიდთან მისასვლელად გაიჭრება 351 მ სიგრძისახალი  გზა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზის ოქროპილაურის 700 მეტრიანმონაკვეთსაც. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 069 800 ლარს შეადგენს, შპს ხელვაჩაურის საგზაო სამსახური ასრულებს. პროექტი აგვისტოსბოლომდე უნდა დასრულდეს.

შუახევში ყოფნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაბა შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები, რაც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას იქნება გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...