თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ თურქეთში სამუშაოდ წასვლა, დაბრუნებისას კარანტინის გავლა მოუწევთ

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებულიყვნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

,,მოქალაქეები და მათ შორის აჭარის მაცხოვრებლები დამსაქმებლისგან სამთვიანი მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. უკან დაბრუნებისას ჩვენი მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად