თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღამის მარათონში ჩაერთო

ბათუმში ღამის მარათონი გაიმართა.

ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. გარბენში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. თავმჯდომარემ სპორტსმენებს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“ბათუმი, როგორც ევროპის სპორტის ქალაქი, დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. საერთაშორისო ღამის მარათონი ‘Great Batumi Night Race” ჩვენს ქალაქში უკვე მეორედ იმართება. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1200 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბათუმში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში მზად იყოს მასშტაბური და საინტერესო სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებამ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო და ოთხი ტიპის გარბენს მოიცავს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქველმოქმედოა და მონაწილეებისგან შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს „ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს“ მოხმარდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...