თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის ახალი სტადიონი ოქტომბერში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდ-სიტუაცია შეაფასა, აღნიშნა რომ ვითარება საყურადღებოა და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება.

“ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას.

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბათუმში, ქობულეთში. ასევე, ახალი კერები წარმოიშვა ხელვაჩაურში, ასევე ქედაში. შესაბამისად, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ იგივე პასუხისმგებლობით, იგივე მოთმინებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა, დავიცვათ წესები, რომ ოქტომბერში სტადიონის გახსნა, ასევე სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატაროთ ღირსეულად, ისევე როგორც ეკადრება ამ ქალაქს“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად