თორნიკე რიჟვაძე აჭარის მაუწყებელის წამყვანს: “მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ”

“ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას” – ამ სიტყვებით მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს თორნიკე რიჟვაძემ.

მთავარი საინფორმაციო გამოშვევის წამყვანს აინტერესებდა, გაგრძელდებოდა თუ არა წარსულის პრაქტიკა, როცა საქართველოს პრემიერ მინისტრის შეცვლის შემდეგ, ყოველთვის იცვლებოდნენ რეგიონის პირველი პირები. თორნიკე რიჟვაძემ კი განაცხადა, რომ ეს საკითხი ბევრჯერ დაისვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან და ”დაოკება” ურჩია.

მთავრობის თავმჯდომარის კომენტარს წამყვანი კითხვითვე გამოეხმაურა. თეონა ბაკურიძე ცდილობდა დაეზუსტებინა რეოლიკა მისი კისამართით გამოიყენა თუ ტელევიზიის.

ამ კითხვას მთავრობის თავმჯდომარემ აღარ უპასუხა. თქვა, რომ წლის ბოლომდე რეგიონში შეძლებენ სამი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას და 6 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, რომელიც ნიშნავს 6 000 ძლიერ ქართულ ოჯახს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად